საქართველოს და უკრაინის შს მინისტრები ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე შეთანხმდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას.

გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის ღონისძებებზეც ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა.

„თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს