თბილისში ქეთი მელუას და ჯგუფ tiger lillies-ის კონცერტი გაიმართება

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში, დედაქალაქს ლეგენდარული მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი ეწვია, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევიან ქეთი მელუა და ჯგუფი tiger lillies

„ხვალ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება, რომელიც 10 წლისაა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფესტივალზე გვყავს მნიშვნელოვანი სტუმრები. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურა, მიხეილ ბარიშნიკოვი უკვე ეწვია თბილისს. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი და თავისუფლების სიმბოლო. მისი საბჭოთა კავშირიდან წასვლის შემდეგ პირველად ხდება ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, თბილისში ჩამოდის.

ამასთან ერთად, თბილისელებისთვის გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ევროპის მოედანზე ორი ლეგენდარული ჯგუფი წარსდგება. 16 სექტემბერს, ჩვენს ქალაქს ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად ეწვევა, ხოლო 21 სექტემბერს ბრიტანული ჯგუფის tiger lillies-ს კონცერტი გაიმართება,” - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს