ქეთევან ციხელაშვილი ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების ინტერპოლით ძებნაზე - ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება იმ პირებზე, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილსა და ლევან ქუტაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, შემდეგ კი ტატუნაშვილი წამებით მოკლა, აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა. ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის წამების გამო პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში გადაცემას.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დასჯილები იყვნენ. ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაში, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და ის არის უკვე ბრალდებული ქართული სასამართლოს მიერ. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და მას აუცილებლად გამოიყენებს საქართველო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გადაადგილებისას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოხდება მათი დაკავება”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მხრიდან განგრძობით ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია, დღეს ავსტრიის დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.

„დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად ითვლებიან. იმ შემთხვევაში თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირება მოხდება, საქართველოს მხარის მიერ გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით. შეგახსენებთ, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო