პეტრო პოროშენკო - უკრაინამ უკვე დაამარცხა რუსეთი, ვინაიდან დასავლურ კურსს ადგას

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ აიღო გეზი ნატო-სთან დაახლოებაზე. მისივე თქმით, ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ „უკრაინის განვითარების რუსული ვექტორი საბოლოოდ დავიწყებულია“.

„ეს არა მხოლოდ განზრახვაა კიდევ ერთხელ ხელი დავუქნიოთ მოსკოვს, არამედ ასევე მესიჯია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. უკრაინამ უკვე დაამარცხა რუსეთი, ვინაიდან დასავლურ კურსს ადგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ პოროშენკომ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი შეიტანა. გარდა ამისა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 30 სექტემბრამდე მოსკოვს ოფიციალურად შეატყობინებს რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს