გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გორის ცენტრში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე თორნიკე მერებაშვილის ოჯახს სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდებიან.

სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციის გაგრძელება გორის ცენტრში დააანონსეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს