რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკებს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს. ამასთან დაკავშირებით სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„დღეს კათოლიკური ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. დღესასწაული უკავშირდება იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად იპოვეს, შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი, რათა ყველას შესძლებოდა მისი ხილვა.

იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი