თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიავას ბაზრობასთან მომხდარ ხანძრის საქმეზე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

დღეს, 2018 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე გიორგი ებანოიძესთნ დანიშნულია თბილიში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულის ლ.ბ. სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

აღნიშნული საქმე პრეცენდენტული შინაარსისა, ვინაიდან, თბილისში მომხდარი სხვა გახმაურებული ხანძრებისაგან განსავავებით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ცნობილია ხანძრის წარმოშობის მიზეზი, რაშიც ლ.ბ. თავს სრულიად ცნობს დამნაშავედ და შესაძლებელია მის მიმართ დღეს უკვე დადგეს გამატყუნებელი განაჩენი.

დაზარალებულების ადვოკატი - ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოსაგან ელოდებიან მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენს და დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, ვინაიდან ბრალდებული სამი წლის განმავლობაში განსხვავებული ჩვენებებით ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. მას არ უთანაშრომლია სამართალდამცავ ორგანოებთან და ჯერჯერობით არ მიუთითებია იმ დანაშაულის შემკვეთები, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს