თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა პირველსემესტრელს ულოცავს უნივერსიტეტში ჩარიცხვას, - ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებული ადგილები სრულად არის შევსებული.

„მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამა 300 ადგილი; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა 20 ადგილი; სტომატოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 150 ადგილი; ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა 180 ადგილი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა 110 ადგილი; საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა 40 ადგილი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა 90 ადგილი; საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა (ექთანი) 30 ადგილი; საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა (ბებიაქალი) 10 ადგილი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია სამედიცინო უნივერსიტეტში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, რაზეც კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ არც ერთ საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე თავისუფალი ადგილი არ არის. პირველსემესტრელებს კი ვუსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს და ველოდებით საზეიმო გახსნით ღონისძიებაზე 17 სექტემბერს სასწავლო კორპუსების ეზოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს