წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

წმინდა საყდართან აკრედიტებული საქართველოსა და პოლონეთის საელჩოების ორგანიზებით, პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით: „წმ. გრიგოლ ფერაძე (1899 – 1942) მოწამე, თეოლოგი, მწერალი, ეკუმენისტი”.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ. საქართველოს ელჩმა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია გრიგოლ ფერაძის აკადემიური ცხროვრების შესახებ და მათ ქართველი თეოლოგის მრავალმხრივი სამეცნიერო შრომები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი იანუშ კოტანსკი, რომელმაც საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე, რომელსაც წმინდა საყდართან აკრედიტებული მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხსენებით ასევე წარსდგნენ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, მღვდელი ლეონიდე ებრალიძე, პაპის აღმოსავლეთ მცოდნეობის დოქტორანტი და დიაკვანი ირაკლი ჯინჯოლავა და მამა ჰენრიკ პაპროცკი.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ფერაძე, საქართველოს მართლადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი