ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 15 ქალაქსა და დაბაში ტრენინგი „საოჯახო სასტუმროების მართვა" გაიმართება

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 15 ქალაქსა და დაბაში განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს, ჯამში 200- ზე მეტ მსმენელს „საოჯახო სასტუმროს მართვის“ შესახებ გადამზადების კურსი უტარდება.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ტრენინგი საოჯახო სასტუმროების 15 თანამშრომელმა გაიარა. სწავლებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. სასწავლო კურსის ჩატარდა შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: სტეფანწმინდა, თიანეთი, ახმეტა, ზუგდიდი, ახალციხე, ოზურგეთი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ხაშური, გორი,ქარელი, ბაღდათი, ამბროლაური და ონი და მარნეული.

გადამზადების კურსი შემდეგ პროგრამას მოიცავდა: „საოჯახო სასტუმროს მართვა“, თანამშრომლის ქცევა, ჩაცმულობა და დისციპლინა, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები და სხვ,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს