ქინძმარაულისა და გუმათჰესის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6 400 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება და ტროტუარი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ტროტუარები და ბორდიური მოეწყო.

ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებითაც. მოსკოვის გამზირზე N36 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი სრულად შეიცვალა. ამჟამად, წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N36 დ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ.

ქვემო სამგორში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გამგებელი სხვადასხვა მისამართზე მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის მიერ დაგეგმილი სხვა პროექტები მათთან ერთად განიხილა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს