გორის მერი და შიდა ქართლის გურბერნატორი ლაშა შავდათუაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის გურბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ტიტულოვან ძიუდოისტებს ლაშა შავდათუაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შეხვდნენ და მათ საწვრთნელ ვარჯიშს დაესწრნენ.

გორის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატში წარმარტები უსურვეს.

სპორტსმენებმა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე, მოსალოდნელ შედეგებზე და ფიზიკურ მომზადებაზე ისაუბრეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 20–27 სექტემბერს გაიმართება. ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი 73, ვაჟა მარგველაშვილი 66 და ბექა ღვინიაშვილი 90 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების წევრები აზებაიჯანში 20 სექტემბრს გაემგზავრებიან.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს