აშშ-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ქბრბ საფრთხეებზე ეფექტურად რეაგირებისათვის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ქბრბ საფრთხეებზე ეფექტურად რეაგირებისათვის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ფეთქებადი (ქბრბ) საფრთხეების შემცირების, კონტროლისა და მასთან ბრძოლაში ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური განვითარების ინსტრუმენტის შემუშავება.

პროექტის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ ქბრბ რეაგირების მაშველები გადაამზადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არსებულ ქბრბ რეაგირების სამაშველო ჯგუფების შესაძლებლობებსა და აამაღლებს მათი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დონეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს