სტამბოლის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

სტამბოლის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საპროტესტო აქციაზე თურქეთის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიდა წყლის ჭავლი გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეულმა მუშამ გაფიცვა გამოაცხადა და დირექციის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი შრომის მძიმე პირობებს აპროტესტებდნენ.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს