ექიმების მობილური გუნდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ემსახურება

ხელვაჩაურის მერიის დაფინანსებით „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მობილური გუნდი (ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ექთნისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით) მუნიციპალიტეტს რეგულარულად სტუმრობს და კონსულტაციებსა და უფასო, ბენეფიციარებისთვის საჭირო ფსიქოტროპულ მედიკამენტს ადგილზე აწვდის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგულარულად ხდება ექიმ-ფსიქიატრის მიერ მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.

პროგრამა გათვლილია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას და წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ზრდის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის (რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნება) შესაძლებლობას და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას.

თვის განმავლობაში პროექტის მიხედვით ადგილზე ხდება 50 ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება და მედიკამენტით უზრუნველყოფა. პროექტის განსახორციელებლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 77 400 ლარი.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი