რუსთავში „რუსთავქალაქობა 2018”-ს აღნიშნავენ

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ,,რუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, საზეიმო ღონისძიებები 15 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ,,რუსთავქალაქობა 2018“, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, სხვადასხვა სპორტული ასპარეზობით და რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღონისძიებით - ,,გააცოცხელე რუსთავის ისტორია“ გაიხსნება. 20:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, საქართველოს სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები არიან მიწვეულნი.

დღესასწაულის გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

,,რუსთავქალაქობის“ კვირეულის ფარგლებში, 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში სხვადასხვა საზეიმო და სპორტული ღონისძიება გაიმართება.

16 სექტემბერს, ქალაქის დღესასწაულს, თოდრიას სახელობის ქუჩა უმასპინძლებს - ,,ფერების ფესტივალით“, 18 სექტემბერს კულტურისა და დასვენების პარკში ანსამბლ ,,ალილოსა“ და ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება, 20 სექტემბერს, რუსთავის ისტორიულ ციხესთან ეთნოფესტივალი მოეწყობა. ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქის თითქმის ყველა უბანი, ქუჩის სპექტაკლებით, საბავშვო-გასართობი შოუ-პროგრამებითა და სპორტული ასპარეზობებით იქნება დატვირთული.

ტრადიცულად, წელსაც საპატიო რუსთაველებს დააჯილდოებენ.

ერთკვირიანი დღესასწაულის ბოლო დღეს, 22 სექტემბერს, კოსტავას გამზირზე ღონისძიება ,,კეთილი ადამიანები“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის 70 წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა და ლიტერატურული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება. ,,რუსთავქალაქობა 2018“ 20:30 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, ჯგუფ ,,რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.

„რუსთავქალაქობა 2018“-ის ღონისძიებებს რუსთავთან დამეგობრებული ათი ქალაქის ოფიციალური დელეგაციის წევრები სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს