ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს