სალომე სამადაშვილი - მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს

მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ფრაქციის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს იბარებს.

“კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შემოვიდა, სადაც პარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა იცავდნენ. დღეს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად შესულია კანონპროექტი, რომელსაც ლობირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები კერძო ბიზნესში, რომელიც განათლებას შეეხება. აგვიხსნან, რატომ გადაწყდა საქართველოში საგანმანთლებლო ინსტიტუტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მათი კერძო ინტერესების ლობირების ხარჯზე. ამით საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ განათლების ხარისხს, საფრთხე შეექმნა ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აქვს აღებული - საქართველო სავარაუდოდ, ევროპულ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება მაშინ, როცა სახელმწიფო ასე აშკარად და უხეშად ერევა განათლების სფეროში, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებულად 2020 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლებიან.

კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებმა მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და სიმონ ნოზაძე მოამზადეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში