შს მინისტრის მოადგილე კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე განმარტებას აკეთებს

კანაფის კულტივაცია–წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, თუ კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდება, შსს–ს სხვა გზა არ დარჩება ამ მოცემულობას მიიღებს, თუ პარლამენტი ინიციატივას კვლავ განიხილავს, შსს მზად არის კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს.

„ის დრო, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა აიღო და შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპოექტში ცუდი არაფერია და რისკების შემცველი არ არის. პირიქით, რეგლამენტირება და ჩარჩოებში მოქცევა ხდება იმ საკითხების, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ქაოტური მდგომარეობა. ვფიქრობ, რაც მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულისა და ზოგადად, ნაკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ პარლამენტი მიღებს გადაწყვეტიელბას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია, შსს მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ განსხვავებული გადაწყვეტელება იქნება მიღებული, ბუნებრივია, სხვა გზა არ დაგვრჩება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს