გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადება ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

„მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 ათას ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას და ნარკოტიკების ქვეყანად. ამ სატყუარაზე, საქართველოს საზოგადოება, არც ერი და არც ბერი, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, არ წამოვეგებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს: პირველი - კანონპროექტი უპირობოდ იქნეს გატანილი პარლამენტიდან. უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა,“ რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი. მეორე- აუცილებლად შესატანია კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს