აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ოლგა სიტდიკოვას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის მიზეზი აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეტანა გახდა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეს პატიმრობასთან ერთად, 400 ათასი რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ჩხრეკის შედეგად, ფეხმძიმეს, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 294.157 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეთადონი აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე თებერვალში, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე გაასამართლეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი