მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - ნუ დააჯერებთ ვიღაცას, რომ ერთი არასრულწლოვანი ბავშვის, მ.კ.-ს გულისთვის, მთელი ხელისუფლება იკეთებს პოლიტიკურ ხარაკირს

ნუ დააჯერებთ ვიღაცას, რომ ერთი არასრულწლოვანი ბავშვის, მ.კ.-ს გულისთვის, მთელი ხელისუფლება იკეთებს პოლიტიკურ ხარაკირს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კომისიის მუშაობისგან საზოგადოებამ ვერ გაიგო, თუ ვინ მიაყენა ჭრილობა დავით სარალიძეს.

„პირველი კითხვა, რაც საზოგადოებას უნდოდა გაეგო, იყო, ვინ მიაყენა ჭრილობა დავით სარალიძეს. მეორე კითხვა იყო, ხომ არ ჩაერია ვინმე უხეშად გამოძიებაში. ორი დღეა პასუხი ვერ გაგაცემინეთ იმაზე, გავეცით თუ არა პასუხი სასიკვდილო ჭრილობასთან დაკავშირებით. ვერ გავეცით და განა იმიტომ, რომ კომისიამ არ იმუშავა. კომისიამ იმუშავა ძალიან კარგად, თუმცა ამაზე პასუხი არ არის. როდესაც კითხვა ისმება, სერგი კაპანაძე იძულებულია აუაროს ამ კითხვას და ამბობს, რომ გავეცით რეკომენდაცია, რომ ეს ადამიანი მხილებული იყოს მკვლელობაშიო. თქვენი რეკომენდაციის ფარგლებში, რომც დაგეთანხმოთ, რომ მუშტის დარტმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილოს მკვლელობაში მონაწილეობად, ეს გამორიცხავს თქვენივე თეორიას, რომ ამავე ადამიანმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ან ერთი უნდა თქვათ ან მეორე, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ და ატყუებთ საზოგადოებას, ატყუებთ ზაზა სარალიძეს. თქვენ ლაპარაკობთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე. თუ რომელიმე პირმა არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ხელი დააფარა დანაშაულს, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვავალებთ შსს-ს, რომ დეტალურად მოახდინონ სამსახურებრივი შემოწმება, თუმცა ამას არ ეთანხმებით თქვენ. კონკრეტულ მტკიცებულებაზე თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ბავშვს, ამაზე არ საუბრობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს