ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პროკურატურისაგან გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურას გამოძიების სასწრაფოდ დაწყების მოთხოვნით მიმართა. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ განახორციელა მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის უკანონო ჩაწერა და რისთვის, რა მიზნით ინახავდა ზაზა ოქუაშვილი ამ ჩანაწერს წელიწადნახევარი, რას ემსახურება მისი მხრიდან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო ცილისმწამებული კამპანია, ვინ მფარველობდა მას ხელისუფლებაში და რატომ დაუშვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა „ომეგა ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონი ლარის მითვისება. ყოველივე ამას, პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ“, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი