ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო წარმოდგენა იგეგმება.

“The Tiger Lillies კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ეს არის ცნობილი ბრიტანული ბენდი, რომლის მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას. ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებს მიეცათ უნიკალური შანსი, რომ ღია ცის ქვეშ დასწრებოდნენ მათ კონცერტს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წელია, ის მსოფლიოს ყველა სცენის ყველაზე სასურველი სტუმარია.

„ჯგუფის უნიკალური და ორიგინალური შესრულება იშვიათობად მიიჩნევა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მუსიკალურ ხელოვნებაში გადაეყაროს. მარტინ ჟაკს, ანსამბლის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და ჯგუფის შემქმნელს 1989 წელს პირველი აკორდეონი გაუჩნდა, ამის შემდეგ ძალიან მალევე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და გზა გაიკვლია ლონდონის პაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე.

მალე The Tiger Lillies-მა მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადასხვა თეატრალურ და არტ პროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის - Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის - The Gorey End.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო