ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საპატრიარქოში შესვლამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა კანაფის შესახებ საკითხიც იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიწვევს თუ არა მთავრობა პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „საკითხის განხილვა შეჩერებულია. შეჩერება არის შეჩერება, გაწვევა არის გაწვევა“.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო: "შეჩერება არის შეჩერება, გაწვევა არის გაწვევა"- კობახიძის საღამოს ვიზიტი საპატრიარქოში

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს