დავით ჭიჭინაძე - მარიხუანას საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს  ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია - კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ხისტი პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ მისი პრემიერობისას ამ კანონის მიღება არ მოხდებოდა.

„რუსთავი 2“-თან საუბარში დავით ჭიჭინაძემ ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც მარიხუანას შესახებ იყო საუბარი.

„ამ შეხვედრაზე საუბარი იყო დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციაზე. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია. ის ამას მხარს არ უჭერდა და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება. პრინციპში, კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური კი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო.

„ჩვენ გვქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრები. როგორც თვითონ აღნიშნავდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალური მიმართულებით მისი პოზიცია უარყოფითი იყო“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო: "იქ იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და ლაგალიზაციაზე... კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების" - დავით ჭიჭინაძე ყოფილ პრემიერზე

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს