ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე - პროცესი შეჩერდა და  არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას

პროცესი შეჩერდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბესელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტს მიმართა და განაცხადა, რომ მათი მედიასაშუალების მხრიდან ამ თემის ხელახლა გააქტიურება სწორი არ არის.

"გაჩერებულია ეს პროცესი. მე მგონია, რომ ამ თემის გააქტიურების ხელახალი მცდელობა თქვენი მედიასაშუალების მხრიდან არ იქნება რელევანტური და სწორი. ეს პროცესი შეჩერდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის დაწყებას ან გაგრძელებას. არ ვაპირებთ ამ პროცესის გააქტიურებას და განხილვები არ არის დაგეგმილი ამ პროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, გაწვეული იქნება თუ არა კანონპროექტი, ბესელიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი საბოლოოდ შეჯერდება იმ ავტორებთან და ინიციატორებთან ერთად, ვინც დოკუმენტი მოამზადა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს