სოფიო კილაძე კანაფის კულტივაციაზე - ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ერის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავა

ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ერის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა.

კილაძე გამოეხმაურა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს.

"ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ერის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავა. ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის პოზიცია. როგორც უკვე ითქვა, ამაზე იქნება კონსულტაციები. ხელისუფლების სიძლიერე ის არის, როდესაც ხალხის ხმას ყურს უგდებს და ითვალისწინებს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის პარლამენტიდან შესაძლო გაწვევის შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს