სემინარი ლოჯისტიკის მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ BDO-სა და AXELOT-ისგან

4 ოქტომბერს, BDO-სა და AXELOT-ის ორგანიზებით, სემინარი - "ლოჯისტიკის ევოლუცია - 5 ძირითადი ეტაპი" გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Tbilisi Marriott-ი უმასპინძლებს. ღონისძიება საინტერესო იქნება ყველა იმ კომპანიისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია და ავტომატიზება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

AXELOT-ს აქვს ეფექტური სასაწყობე და სატრანსპორტო ლოჯისტიკის მართვის სისტემების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. გადაწყვეტილებები, რომელსაც კომპანია სთავაზობს, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ საქონელბრუნვის ეფექტიანი მართვა, ასევე მოარგონ თავისი ბიზნეს პროცესები ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინონ გრძელვადიანი, კონკურენტული უპირატესობა. კომპანიის პროგრამული პროდუქტები უკვე დანერგილია და წარმატებით გამოიყენება საქართველოს ბაზარზე.

სემინარის სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია ლოჯისტიკის მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ, გაეცნონ წარმატებულ ქეისებს კონკრეტული, ადგილობრივი კომპანიის მაგალითზე და დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები სფეროს წამყვან ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან.

სემინარი განკუთვნილია კომპანიების მფლობელების, დირექტორების, ასევე ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელებისთვის.

სემინარზე დასწრება უფასოა. დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია https://bit.ly/2MlG32V პასუხს რეგისტრაციის სტატუსის შესახებ მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

დეტალური ინფორმაცია სემინარისა და სპიკერების შესახებ იხილეთ ბიდიოს ვებგვერდზე: https://www.bdo.ge/

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია