დეკანოზი დავით ისაკაძე - ფარსია იმაზე საუბარი, რომ მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება

დეკანოზი დავით ისაკაძე დანაშაულის შენიღბვად აფასებს მმართველი გუნდის მიერ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

მისი თქმით, ფარსია იმაზე საუბარი, რომ მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება.

"სამარცხვინოა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამაზე მიდის საუბარი, რომ

მოხდეს მარიხუანას კულტივაცია. ეს სფერო არის გაუკონტროლებელი. რა ხდება ფონიჭალაში და მარნეულში? ეს ვერ გააკონტროლეს, ლაბორატორიებს და პლანტაციებს როგორ გააკონტროლებენ? ეს აბსურდია, ფარსი და დანაშაულის შენიღბვაა რომ სამედიცინო მოხმარებისთვის იქნება აუცილებელი და საჭირო",- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, ეკლესია პოზიციას აღნიშნულ საკითხზე ვერ შეცვლის.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მოვუწოდებთ ვინმეს, ან ერთ პარტიას დაუჭირონ მხარი ან მეორეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოზიციის გამოხატვის უფლება",- აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.

პარლამენტში მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. უცნობია, გაიწვევს თუ არა მმართველი გუნდი პროექტს პარლამენტიდან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს