არჩილ თალაკვაძე - კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და მისი გაწვევა მთავრობას შეუძლია

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და მისი გაწვევა შეუძლია მთავრობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის მოვალეობა არის მსჯელობა და ყველა მხარესთან ჯეროვანი კონსულტაციები.

„ნებისმიერი კითხვა, რომელიც ცვლილებებთან დაკავშირებით არის საზოგადოებაში, უნდა იყოს პასუხგაცემული და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ამ საკითხზე სათანადო სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ საზოგადოებასთან, მათ შორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ისევე როგორც ეკლესიასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდება პოზიციების შეჯერება. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ცვლილებების განხილვა შეჩერებულია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ისე მივიღოთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომ ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი არ იყოს. რაც შეეხება კანონპროექტის გაწვევას, კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და გაწვევაც შეუძლია მთავრობას. პარლამენტის მოვალეობა არის მსჯელობა და ყველა მხარესთან ჯეროვანი კონსულტაციები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, მთავრობასა და პარლამენტს შორის აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არის.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე კანაფის კულტივაცია/ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს