თელავში 75 წლის მამაკაცი ღვინის 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა

თელავში 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 75 წლის მამაკაცი 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა, რომელიც ღვინით იყო სავსე.

მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს