თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების კვირეულის ფარგლებში 30 ნოემბერიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მოწვევა გაგზავნილია ღამის ეკონომიკაში ჩართული 12 ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო პროცესი და ზუსტდება დეტალები.

გარდა ამისა, მერიაში აღნიშნავენ, რომ 29 ნოემბერს ასევე გაიმართება ეკონომიკის განვითარების ფორუმი ადგილობრივ დონეზე.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის ფორუმი - Tbilisi Night ძირითადად მომავალი წლების ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ჩატარდება.

"ეს იქნება წარმომადგენლობითი ფორუმი. მინიმუმ 12 ქალაქთან გვაქვს კომუნიკაცია. 26 სექტემბერს მივემგზავრებით ბრისტოლში და ამ საკითხზე იქაც იქნება საუბარი, თუ როგორ შეიძლება ინფორმაცია გავცვალოთ, რომ მინიმუმ შემდეგი სამი წელი დავგეგმოთ. ვფიქრობთ, მომავალი წლიდან სამოქმედო გეგმა გვექნება, რომელსაც გავყვებით",- აღნიშნა გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს