კახა ქემოკლიძე - საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის კახა ქემოკლიძის განცხადებით, „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა“.

„ნუმბეო“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი კვლევითი პორტალია, რომლის 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ “ნუმბეო” მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი შეფასებით და მოსაზრებით, საქართველოსთვის “ნუმბეოს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები იყენებენ და ენდობიან, როგორებიც არის, მაგალითად, „თაიმსი“, „ეკონომისტი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვები“,- აცხადებს ქემოკლიძე.

საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო