ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციაზე - საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ საქმე არ ეხება ნარკოტიკების არც წარმოებას და არც რეალიზებას - ამ სიმართლეს ყველა შემთხვევაში დავამტკიცებთ, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვისა და მიღების პროცესი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთავრობის მიერ მომზადებულ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის აზრით, აღნიშნულ კანონპროექტზე საზოგადოების ინფორმირება ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს.

“ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი განცხადება იმ აღელვებიდან გამომდინარე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როცა გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, ჩვენ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. სულ მცირე ის უნდა დავამტკიცოდ, რომ ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ იყო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს საზოგადოებას აუცილებლად დავუმტკიცებთ. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს