რობერტ ქოჩარიანმა ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, რომელსაც 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში ედება ბრალი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯარო ცილისწამებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ „ტასს“ ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა განუცხადა.

„პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯარო გამოსვლებში 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით რობერტ ქოჩარიანის პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებებს აკეთებდა. ამის გამო ქოჩარიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს საკუთარი პატივისა და ღირსების საჯაროდ გამოთქმული ცილისწამებისგან დაცვას“, - განაცხადა ორბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფაშინიანმა ქოჩარიანი 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს „10 ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში“ დაადანაშაულა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს