ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„როგორც ამბობენ, ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“, - აცხადებენ თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო: კადრები ადგილიდან, სადაც მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა - რას ამბობენ მემანქანეები?

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს