ევროკავშირი ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, სპეციალური ინსტიტუტის  შექმნას გეგმავს

ევროკავშირი სპეციალური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას აპირებს, რათა ირანთან ფინანსური ოპერაციები ამერიკული სანქციების გვერდის ავლით უზრუნველყოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფედერიკა მოგერინიმ განმარტა, ირანთან ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იურიდიულ პირს შექმნიან.

„ეს საშუალებას მისცემს ევროპულ კომპანიებს ირანთან იმუშაონ ევროპული კანონების შესაბამისად“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მაისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების აღდგენა გამოაცხადა. საუბარია ასევე ე.წ. მეორად სანქციებზე, რომელიც იმ ქვეყნებზე გავრცელდება, ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი