პერუში ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

პერუში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 15 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ავტობუსი ქალაქ კუსკოდან ქალაქ სანტო-ტომასში მიემართებოდა, როდესაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა და 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

ავტობუსის 6 მგზავრი ადგილზე, 1 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის 3 ბავშვია.

პოლიცია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გარემოებებს იძიებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს