კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო

კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წითელგორში, სადაც 15 ჰექტარზე დათესილი სიმინდის მოსავალი უკვე აიღეს.

„მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შპს „მექანიზატორში“ 117 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში. გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს