განათლების მინისტრი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს 176 კანდიდატიდან შეარჩევს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის შესარჩევად კონკურსის პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სულ 4 პოზიციაზე, 176 განაცხადი შევიდა.

კერძოდ, ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესულია 45 განაცხადი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 46, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე - 42, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე - 43 განაცხადი.

უწყებაში ამ დროისთვის CV-ების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებოდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს