ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაცია ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ დაადასტურა.

საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.

"მათ წარმოადგინეს უკვე სასამართლოს განჩინებები და წერენ განცხადებებს", -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისი თქმით, თანამდებობას დატოვებს 6 პირი, მათ შორის მერიის 4 თანამშრომელი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და საკრებულოს ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სახელმწიფო მიწების არაკანონიერად გასხვისებაში დაედოთ. საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი წელს აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს