ადვოკატი - მტკიცებულებებით გია თვალავაძის ბრალეულობა არ იკვეთება, საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერებს სჭირდება ავთენტურობის დადგენა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა.

როგორც მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე მოცულობითია, თუმცა არ იკვეთება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის საკითხი.

"არ ვიცნობ მასალებს და უნდა გავეცნო. აუდიო ჩანაწერებს სჭირდება ავთენტურობის დადგენა. იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებებით გია თვალავაძის ბრალეულობა არ იკვეთება. ამასთან, თვალავაძე არ იცნობდა სხვა ბრალდებულებს. გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს მიცემული. ასევე მინდა გითხრათ, რომ არ იკვეთება ამ სფეროში კონკრეტული პირების ინტერესები", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს