სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გარე განათების პრობლემა მოგვარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გარე განათების პრობლემა მოგვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული საკითხის მოგვარება გუბერნატორს გოლასკურში ყოფნის დროს თავად მოსახლეობამ სთხოვა.

„მოქალაქეები ალექსანდრე მოწერელიას თავიანთ სხვა საჭიროებებზეც ესაუბრნენ, მათ შორის, საშეშე მასალით უზრუნველყოფისა და საარჩევნო შტაბის სოფლის ტერიტორიაზე გადმოტანის შესახებ, რაც, გუბერნატორის დავალებით, ასევე, განხორციელდა. შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სოფელს გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი ჯიქია ესტუმრა. სოფელ გოლასკურის მაცხოვრებლებმა მასთან საუბრისას გააჟღერეს გაზიფიკაციის და გზის საფარის მოწყობის თხოვნა. გზის საკითხის მოსაგვარებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუშავდება პროექტი და საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ტენდერი კვირის ბოლომდე გამოცხადდება“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს