ირაკლი კიკნაველიძე - რაც „იბერიას" ირგვლივ ხდება, კარგი მაგალითია რა მახინჯად მუშაობს ხელისუფლება და დღევანდელი პოლიტიკური სისტემა

რაც „იბერიას" ირგვლივ ხდება დღეს ეს არის კარგი მაგალითი რა მახინჯად მუშაობს ხელისუფლება და დღევანდელი პოლიტიკური სისტემა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ, ტელეკომპანია "იბერიაში" გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიცია და „იბერიას“ თანამშრომლები NDI-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კიკნაველიძის თქმით, არსებობს ფონდი, სადაც მიდის ე.წ. შავი ფული, რომელიც გამოიყენება არჩევნებისთვის და მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასებისთვის.

„ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ არსებობს ე.წ. შავი ფონდი, სადაც ხდება ფულის გადარიცხვა ამ შემთხვევაში თამბაქოს ინდუსტრიიდან. გვაქვს ინფორმაციები, რომ ანალოგიური სიტუაციაა სხვა მსხვილ ბიზნესებშიც, რომლებიც კონსტრიბუციას ახდენენ ამ ფონდში და შემდეგ ამ ფონდით ხდება არჩევნების დაფინანსება და იმ არათანაბარი სიტუაციის შექმნა, როცა ხელისუფლება ასჯერ მეტი ფინანსებით გამოდის ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად. მეორე - ეს არის ფონდი, საიდანაც ხდება მთავრობის და ხელმძღვანელი პირების ხელფასების გადახდა. იმედია, ეს ყველაფერი მალე მტკიცებულებებით დადასტურდება",- განაცხადა კიკნაველიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი