გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე - არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება

არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს.

"ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა მერაბიშვილის დანაშაული ისეთი, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება, დეპუტატმა უპასუხა, რომ "სწორედ ვანო მერაბიშვილის თემაზე ამახვილებს ყურადღებას გრიგოლ ვაშაძე.

"ვაშაძე საზოგადოებას პირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს