სალომე ზურაბიშვილი - ყველა მხრიდან შეტევებია - თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვარ მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების, თითქოს ვარ პრორუსი ან პუტინის აგენტი

პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია - თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია.

„პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია. ბოლო ცრუ ბრალდება იყო, რომ თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების. საიდან მოიტანეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და მართლმადიდებლურ ეკლესიას იცავდა, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეკლესია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო განუყოფელია ერთმანეთისგან. ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა იმ ტაძარს, რომელიც დღეს დასრულებულია ფოთში. მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დაარსა ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში მანამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა. ეს კარგად ორკესტრირებული კამპანია სწორედ ენას, მამულს და სარწმუნოებას უტევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება საზღვარგარეთაც.

„ბოლო 15-16 წლის მერე საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს ჩემზე. ეს დისკრედიტაცია გრძელდება გარეთ, თუმცა იქაც მიცნობენ და ძალიან ძნელია გაავრცელო აზრი, თითქოს მე ვარ პრორუსი ან პუტინის აგენტი. ვრცელდება ბევრად უფრო ცნობილი ტექსტი, რომ თითქოს დღეს საქართველოში დაპირისპირებულია ორი ძალა, რომელთაც აქვთ ორი სხვადასხვა ნარატივი, მათგან ერთი იცავს რუსულ ვერსიებს და მეორე პროდასავლურს. ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და მომავლისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ბოლო ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა