ზესტაფონის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე შიმშილობს

ზესტაფონის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს. მოქალაქეები ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადრე ადგილობრივ თვითმმართველობაში იყვნენ დასაქმებული.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, მოაშოროს ზესტაფონს მახათაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით ამ საქმეს”,-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გოგლიჩიძემ.

აღნიშნულ საკითხზე ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე მოგვიანებით განცხადების გაკეთებას გეგმავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს