მთავარ პროკურატურაში მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბებების საქმეზე, ცესკოს წარმომადგენლების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბებების საქმეზე ცესკოს წარმომადგენლების გამოკითხვა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ წუთებში იკითხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მყოფი პირი, ერთი მათგანი კი დღის პირველ ნახევარში უკვე გამოიკითხა.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სიებს, რომელშიც რამდენიმე უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს