გორის მუნიციპალიტეტის სამ ბაღში რესურსოთახები გაიხსნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაგა-ბაღში, რესურსოთახები გაიხსნა. პოლონური მხარის დაფინანსებამ 12 000 ლარზე მეტი შეადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ატენის, კარალეთისა და გორის N6 საბავშვო ბაგა - ბაღებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელთან და პოლონური მხარის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“ და მისი პარტნიორი საქართველოში - საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობასა და თანამედროვე სტანდარტების რესურსოთახების გახსნას.

პროექტის ფარგლებში, რესურსოთახები დაკომპლექტდა თანამედროვე სასწავლო-მეთოდური და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან შექმნილი ინვენტარით. საბავშვო ბაღების პედაგოგებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი სასწავლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რესუსრსოთახების გახსნა თავისი მრავალფეროვანი სასწავლო ნივთებით, ბაღების აღსაზრდელების მრავალმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის მაღალ შედეგს უზრუნველყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი